(+995) 596 655 655

From The
Inside Out

Luxury
RealEstate

0 / 4
არქიტექტურა

ჯეოდიზაინ & ქონსთრაქშენ არის ინოვაციური, დიზაინზე ორიენტირებული და პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული კომპანია. ჩვენი კოსმოპოლიტური გუნდი დაფუძნებულია თბილისში

კომპანის კონცეფტუალური მიმართულება ორიენტირებულია, ისე როგორც ადამიანისთვის ინდივიდუალურ და კომფორტულ გარემოს შექმნაზე, ასევე გარემოში მის ორგანულ ჩართვაზე, სადაც საზოგადოებრივი ფუნქციების შინაარსიც და კერძო პირის სურვილებიც თანაბარზომიერადაა გათვალისწინებული და ქმნიან ერთიანობას, ორგანულობას.

ჩვენ გეხმარებით სტრატეგიის შემუშავებაში, დიზაინსა და განვითარებაში.

ჩვენი მიზანია გარემოს განვითარება, რომელიც მოიტანს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს არის მთავარი იდეა, რის გარშემოც გაერთიანებულია „ჯი დი სი“-ის გუნდი. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს საქართველოში.

G
ჩვენ შესახებ

მისია

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს საქართველოში. ჩვენს მთავარ ფასეულობას წარმოადგენს პასუხისმგებლობა, შედეგზე ორიენტირებულობა და კომპეტენტურობა.

ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ინოვაციების დანერგვა შესაძლებლობას გვაძლევს ყოველთვის დავიცვათ მშენებლობის ვადები და განსაკუთრებულად ვიზრუნოთ ხარისხზე.

მშენებლობისას ვიყენებთ ისეთ ნოვატორულ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი შენობების მდგრადობასა და ენერგოეფექტურობას.

ინოვაციური მიდგომებით ვგეგმავთ გარემოს ისე, რომ თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად იყოს განაწილებული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს.

ძალიან გამოცდილი

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ძალიან გამოცდილი პროფესიონალებით, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება.

ტოტალური გადაწყვეტები

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ტოტალურ გადაწყვეტებს, რომელიც მოიცავს პროექტის ფინანსირებას, საკუთრების დეველოპმენტს.

ხარჯთ-ეფექტური

ჩვენი მიზანია თქვენი ოცნება რეალობად ვაქციოთ ხელმისაწვდომ ფასად.

ენთუზიაზმით სავსე ექსპერტები

ჩვენი გუნდის წევრებს უყვართ საკუთარი საქმე. ჩვენგან ყოველთვის მიიღებთ პროფესიონალურ მომსახურებას.

პროექტები

განხორციელებული პროექტები

მოდით ვილაპარაკოთ

თქვენს შემდეგ პროექტზე.