ჩვენ მივისწრაფვით, რომ GDC ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან.
ჩვენი წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ხარისხიან მასალებთან და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად არის ის გუნდი, რომელიც ჩართულია პროდუქტის შექმნის სხვადასხვა ეტაპში.
GDC აერთიანებს: არქიტექტორულს, საინჟინროს, სამშენებლოს, დიზაინის, პროექტების მართვის და გაყიდვების მიმართულებას. GDC-ის გუნდი დაკომპლექტებულია კომპეტენტური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც წლებია ემსახურება საერთო იდეას საერთო ღირებულებებით: ხარისხი, ინოვაცია, განვითარება.
საბოლოო პროდუქტის მიღებისთვის ყველა თანამშრომელი გრძნობს მნიშვნელოვანი როლის შეასრულაბას მისი შექმნის პროცესში.
GDC -ის მთავარი მიზანია საქართველოში დანერგოს ხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტი და ხელმისაწვდომი გახადოს ადამიანებისთვის.
„ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ ფართო სპექტრის სამშენებლო სამუშაოებს:
„ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ შიდა და გარე სარემონტო სამუშაოების ფართო სპექტრს. მომსახურება მოიცავს:
კომპანია “ჯეოდიზაინ & ქონსთრაქშენ“ გთავაზობთ პროექტების მომზადებას, შეთანხმებასა და კორექტირებას, რაც გულისხმობს სრულ საპროექტო მომსახურებას თქვენი სამომავლო მშენებლობისთვის. აღნიშნული სერვისის მიზანია დახმარება გაგიწიოთ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, რომელიც გამოიხატება, როგორც საწყის კონსულტაციებში, ასევე სანებართვო ორგანოს მიერ შუალედური ან/და დახარვეზებული გადაწყვეტილებების გამოსწორებასა და მოგვარებაში. აღნიშნული მიზნით “ჯეოდიზაინ & ქონსთრაქშენ“-ის გინდი უზრუნველყოფს:
კომპანია „GDC” ტექნოლოგიური პროექტირების მომსახურებას გთავაზობთ, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური დანიშნულების ობიექტების პროექტირებას, აღნიშნული მოიცავს: სატრანსფორმატორო ჯიხურები და ქვესადგურები; ავტო სამრეცხაო ბოქსები და პოსტები; საწვავ გასამართი სადგურები და პოსტები; ნაპირსამაგრი საინჟინრო სამუშაოები; ავზები და რეზერვუარები; სასაწყობე ფართები; საწარმოო დანიშნულების ობიექტები; ბოქსები და სახელოსნოები; სადრენაჟო და მეწყერ საწინააღმდეგო ნაგებობები; საწარმოო კომუნიკაციები; დასატვირთი პლატფორმები და ბუნკერები; სამედიცინო დანიშნულების ობიექტები; საქვაბეები და ბოილერის ოთახები; სხვა და სხვა დანიშნულების არასაცხოვრებელი ნაგებობები
საქართველოს მთავრობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს, ვინაიდან ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ძეგლი და დაცული ტერიტორიაა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული საკმაოდ ბევრ საცხოვრებელ სახლსა თუ სხვა შენობას, როგორც თბილისის, ასევე ქვეყნის მასშტაბით. როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იმყოფება კერძო მფლობელობაში, მასზე სამუშაოების ჩატარება, (მათ შორის: კონდიციონერის მონტაჟი, აბრების მონტაჟი, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები, გეგმარების შეცვლა და სხვა) მოითხოვს შესაბამის ნებართვას, ხოლო უნებართვო სამუშაოები ისჯება კანონის შესაბამისად.
„ჯეოსილქროუდ”-ის ჰოლდინგი გთავაზობთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, რომელიც მოიცავს:
ჩვენი პროფესიონალები ჯერ კიდევ კონსულტაციის სტადიაზე ახდენენ ამა თუ იმ სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობას, რაც მნიშვნელოვანად დაგეხმარებათ რესურსების დაზოგვაში.
ფასადი ნებისმიერი შენობის უნიკალურ სახეს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იგი იყოს ერთდროულად გამორჩეული და ორგანულად ჯდებოდეს გარემოში. „ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ, ექსტერიერის დიზაინის მომსახურებას, რომელიც მოიცავს:
ინტერიერის დიზაინი
„ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის მომსახურებას. შესაძლებელია, როგორც საცხოვრებელი ფართების ინტერიერის, ასევე საოფისე, ერგონომიური, სავაჭრო, საგამოფენო, სადემონსტრაციო სტენდების, კვების ობიექტებისა და სხვა ფართების დიზაინის შექმნა.
ინტერიერის დიზაინის შექმნა მოიცავს:
„ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გთავაზობთ ხარჯთაღრიცხვის მომზადებას, რომელი დოკუმენტითაც წინასწარ, სამუშაოების ჩატარებამდე გაანალიზებთ სამომავლო ფინანსურ დანახარჯებს;
„ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგი გთავაზობთ, ქალაქგეგმარებით არქიტექტურულ მომსახურებას რაც მოიცავს: